GE
Astac Georgia
"Astac Georgia" დაფუძნებულია ტრენინგებსა და კონსულტაციებში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ბრიტანული კომპანიის "ასტაკ ინტერნეიშენელის" (Astac International) მიერ და თანამშრომლობს გლოსტრერშაირის უნივერსიტიტთან (University of Gloucetershire, UK).
პროგრამები დაფუძნებულია ინტერაქტიულ ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, ქეისებზე, სავარჯიშოებზე, პრეზენტაციებსა და სლაიდ შოუებზე.

ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, მსმენელი უზრუნველყოფილია საჭირო ლიტერატურითა და ვიზუალური სლაიდშოუებით. მონაწილეები მიიღებენ სასწავლო ლიტერატურას უფასოდ.

პროგრამებს უძღვებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორები, მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები.

პროგრამის ბოლოს ჩატარდება მონაწილეთა შეფასება, რათა დავრწმუნდეთ, თუ რამდენად ხარისხიანად მოხდა ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ტრენინგ-პროგრამების საფასურის გადახდა შესაძლებელია მთლიანად ან ეტაპობრივად ინდივიდუალურ შემთხვევებში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე გვაქვს საბანკო განვადებებიც.
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ინგლისურენოვან Astac Georgia-ს საერთაშორისო სერტიფიკატს. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი,  რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში.

ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენი თითოეული მსმენელის სწავლის ხარისხსა და კმაყოფილებაზე.
ტრეინინგების დამთავრების შემდეგ ჩვენს მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხების შესახებ.