GE
აუდიტ-კონსალტინგი
საბუღალტრო, საგადასახდო, საფინანსო ანგარიშგების სწავლებისა და პრაქტიკის საბუღალტრო აუდიტ-კონსალტინგ ცენტრი ცნობილი იტალიელი მეცნიერის, მრავალმხრივი განათლების მქონე ლუკა პაჩიოლის სახელობისაა (ლუკა პაჩიოლი /Luca Pacioli; Tractatus de computis et scripturis1445–1514 წ.), რეგისტრირებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ჩართულია სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრში და აყვანილია საგადასახადო აღრიცხვაზე.
ცენტრის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საბუღალტრო აღრიცხვის სწავლება, გადამზადება, კონსულტაციები და პრაქტიკა.

ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური აღრიცხვის კადრების მომზადება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მიზნის მისაღწევად ჩვენ მსმენელებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ (მხოლოდ ერთი მსმენელი) და ჯგუფურ (მხოლოდ 2–3 მსმენელი) სწავლებას.
ჩვენი სასწავლო–საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილებამ და სტატისტიკამ ცხადყო ასეთი მიდგომის პროდუქტიულობა და მაღალი ხარისხი, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ მსმენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე დასაქმებულია საზოგადოების სხვადასხვა სექტორში, ბუღალტრის მაღალანაზღაურებად ადგილებზე წარმატებული ფიზიკური და იურიდიული პირების ორგანიზაციებში წარმოების, ვაჭრობის, მიწოდების (დისტრიბუცია) თუ მომსახურების მიმართულებით.

საზოგადოებას მათთან აქვს აქტიური კონტაქტები და ისინი დღემდე იღებენ უფასო კონსულტაციებს და რეკომენდაციებსაც.