GE
ბექას სკოლა ”ბექას სკოლა” არის ახლად დაარსებული ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი ინოვაციური მიდგომებით. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა კურსს ინგლისურ ენაში, რომლებიც ეფუძნება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდოლოგიას. მსოფლიოს წამყვანი გამოცემების სახელმძღვანელოებთან ერთად ვიყენებთ დამატებით ინტერაქტიულ სასწავლო მასალებს, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება ჩაერთონ დამატებით აქტივობებში: კინოჩვენებები და დისკუსიები, მკითხველთა კლუბი, ყოველკვირეული სტუდენტური კონფერენციები, ყოველკვირეული დამატებითი სასწავლო მასალები – 'A Weekly Dose of English', გასვლითი აქტივობები და ა. შ.