GE
ბიზნეს სამართლის ტრენინგ ცენტრი - BLTC
„ბიზნეს სამართლის ტრენინგ ცენტრი“ (BLTC)
, რომელიც წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს. ცენტრის მიზანია მოამზადოს ბიზნეს სამართლით დაინტერესებული პირები პრაქტიკული საქმიანობისათვის, იურისტებს შესთავაზოს ბიზნეს სამართლის სფეროში ისეთი ტიპის პრაქტიკული კურსები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ უკეთ გაერკვნენ სხვადასხვა საქმიანობისას წამოჭრილ პრობლემებში.

ასევე, ცენტრი უზრუნველყოფს ბიზნეს სამართლის დარგებთან დაახლოებული ისეთი კურსების ორგანიზებას, რომელთა გავლის შემდგომაც იურისტებს და ბიზნეს სამართლის სფეროთი დაინტერესებულ სხვა პროფესიის პირებს გაარკვევს ამ მეტად რთული სფეროს პრობლემატიკაში.