დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო საექთნო კოლეჯი
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ გიწვევთ ექთნის პრესტიჟული პროფესიის დაუფლების მსურველებს.
- კოლეჯში სწავლა წარმოებს საერთაშორისო პროგრამების შესაბამისად, ქართულ და ინგლისურ ენოვან ჯგუფებში.
- სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია.
- სტუდენტთა მიღება მოხდება ორ ნაკადად- თებერვალსა და სექტემბერში.
- სწავლის საფასურს აფინანსებს სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“.
- „ევექსი“ უზრუნველყოფს ასევე ჩვენი კურსდამთავრებულების მაღალანაზღაურებად დასაქმებას.
- ჩვენი კოლეჯის დამთავრების შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ ჩააბაროთ ამერიკის საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც აშშ მწვანე ბარათსა (Green Card) და ამერიკის კლინიკებში მუშაობის უფლებას მოგცემთ.