GE
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი
 
ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ამოცანას წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით არსებული გამოწვევების შესატყვისი ღირებულებების მატარებელი სტუდენტის განსავითარებელად აკადემიური გარემოს შექმნა.
უნივერსიტეტის მისიაა, სტუდენტზე ორიენტირებული განათლების შეთავაზებით, შრომის ბაზართან და აკადემიურ სფეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საგანმანათლებლო ნოვაციების ამსახველი მოწინავე დარგების განვითარებით, საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპული საგანმანათლებლო ბაზრის კონტექსტში, ახალი ხედვის მატარებელ საგანმანათლებლო დაწესებულებად დამკვიდრება.
უნივერსიტეტის მოქმედი ამოცანაა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განახორციელოს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.