GE
F1 - აიტი აკადემია
აიტი აკადემია დაარსდა კომპიუტერული სერვის ჯგუფი F1-ის მიერ, რომელსაც კომპიუტერული მომსახურების სფეროში საქმიანობის 7 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
 
ჩვენ გვსურს ხარისხიანი, მუდმივად ახალი და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მივცეთ ჩვენს მსმენელებს. პროფესიულ ცოდნას და ინფორმაციას თავისი მოხმარების ვადა აქვს, მუდმივად განვითარებადი სამყაროს პირობებში ხდება ახალი აღმოჩენები, მიგნებები, ტექნიკური გაუმჯობესებები და ამიტომაც ცოდნა ძალიან მალე ძველდება. ჩვენ კი, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად განვითარების პულსზე გვიდევს ხელი და ვფლობთ იმ ცოდნას, რომელიც მოცემული მომენტისთვის ყველაზე ნედლია.
 
F1-ის აიტი აკადემიაში სწავლა ნიშნავს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ისეთი საფუძვლიანი და პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რომელიც ჩვენს მსმენელებს კარიერულ გზაზე დასახული მიზნების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს მისცემს.