GE
გოეთეს ინსტიტუტი
გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია.
ჩვენ ხელს ვუწყობთ უცხოეთში გერმანული ენის შესწავლას და ვეწევით საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას და წარმოვადგენთ გერმანიის სრულყოფილ სურათს ინფორმაციით კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
გოეთეს ინსტიტუტების, გოეთეს ცენტრების, კულტურული საზოგადოებების, სამკითხველო დარბაზების, აგრეთვე, საგამოცდო და ენის შემსწავლელი ცენტრების ქსელით  ვახორციელებთ საგარეო კულტურისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის მთავარ ამოცანებს.
ამასთანავე, ვთანამშრომლობთ საზოგადოებრივ და კერძო პარტნიორებთან კულტურის სფეროში, ფედერალურ მიწებთან, კომუნებსა და ეკონომიკურ დაწესებულებებთან.
ჩვენ ვსაზრდოობთ ჩვენი ღია საზოგადოების მრავალფეროვნებით და ცოცხალი გერმანული კულტურით. ვაკავშირებთ ჩვენი უცხოელი და და ადგილობრივი პარტნიორების გამოცდილებასა და წარმოდგენებს ჩვენ პროფესიონალურ კომპეტენციასთან და პარტნიორულ დიალოგში ვმუშაობთ. ამასთანავე, პარტნიორობასა და სამსახურს ვუწევთ ყველას, ვინც სერიოზულადაა დაკავებული გერმანიით, გერმანული ენითა და კულტურით და ვისი მოღვაწეობაც პასუხისმგებლობითა და პოლიტიკური ნეიტრალობითაა გამორჩეული.

ჩვენ მზად ვართ გლობალიზაციის კულტურულ-პოლიტიკური გამოწვევების მისაღებად და გამოვიმუშავებთ ურთიერთგაგების წყალობით უფრო ჰუმანური სამყაროს ახლებურ კონცეფციებს, სადაც კულტურული მრავალფეროვნება სიმდიდრედ იქნება აღქმული.

გოეთეს ინსტიტუტს შემდეგი მიზნები ამოძრავებს:
  • შეასრულოს შუამავლის და თანამონაწილის როლი გერმანიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის როგორც კულტურის ასევე საგანმანათლებლო დარგებში;
  • გააღვივოს სიმპათია და ინტერესი გერმანიის მიმართ და შიენარჩუნოს იგი;
  • გაცეს ინფორმაციები გერმანიის შესახებ ამიერკავკასიაში;
  • ხელი შეუწყოს გერმანული ენის შესწავლას;
  • ხელი შეწყოს ევროპულსა და ამიერკავკასიურ კულტურებს შორის დიალოგს.
კულტურული მუშაობის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს ამიერკავკასიელი და გერმანელი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრები, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაცია და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა.
გერმანული ენის შესწავლის ფარგლებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში გთავაზობთ სემინარებს და მრავალგვარ პროგრამას გერმანული ენის მასწავლებელთათვის. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ გერმანული ენის შესწავლის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ძირითადი საკითხია. საქართველოში მცხოვრები გერმანელების ეროვნული უმცირესობის გერმანული ენის შესწავლაზე ზრუნავს გერმანიის საელჩო.

გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ ენის შესწავლის დიფერენცირებულ პროგრამას. საწყისი კურსებიდან უმაღლეს საფეხურამდე მოსწავლეების სწავლება და მათი გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური გამოცდებისათვის მომზადება თანამედროვე სასწავლო მეთოდებით ხდება.

საინფორმაციო ცენტრი გასცემს ინფორმაციას გერმანიის კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური ასპექტების შესახებ. ის თანამშრომლობს პარტნიორებთან ინფორმაციისა და ლიტერატურის სფეროდან და ამიერკავკასიაში პროფესიულ გაცვლით საქმიანობას უწყობს ხელს.

საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ კონკრეტულ საინფორმაციო მომსახურებას. გერმანიით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია ისარგებლოს „ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტის გერმანული ბიბლიოთეკის“ წიგნებისა და საინფორმაციო საშუალებების მდიდარი მარაგით, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი წარმოგიდგენთ.

ბაქოსა და ერევნის გერმანული სამკითხველო დარბაზები საშუალებას აძლევენ დაინტერესებულ პირთ აზერბაიჯანსა და სომხეთში თავისუფლად მოიპოვონ აქტუალური ინფორმაცია. მთარგნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა ზრუნავს გერმანელი ავტორების ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად თარგმნაზე. თბილისის გოეთეს ინსტიტუტი ერთ-ერთი უმთავრესი დაწესებულებაა გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის სფეროში. გერმანიითა და გერმანული ენით ყველა დაინტერესებულ პირითათვის თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.