GE
კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS -ს სამოქალაქო სამართლის სკოლა კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS  - პირველი და ერთადერთი ადვოკატთა სკოლა, რომელიც ახდენს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

CLS -ში ჩამოყალიბდა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სკოლები.

სკოლები ანხორციელებენ შესაბამის 3 თვიან კომლექსურ ძირითად პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებული არიან მოამზადონ შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციბით აღჭურვილი ადვოკატები, დამოუკიდებლად თავის დასამკვიდრებლად, რისი გარანტიც გახლავთ სამართლის დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებაზე დაფუძნებული ჩვენი ორგანიზაციის სასწავლო პროგრამა და ის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები პრაქტიკოსი ადვოკატების, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესურისა და მოსამართლეთა და პროკურორების სახით, რომლებიც წარმართავენ CLS  სასწავლო პროცესებს.

აკრედიტაცია: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2013 წლის 28 თებერვალს CLS-სს მინიჭებული აქვს ორგანიზაციული (ინსტიტუციონალური)  აკრედიტაცია. CLS ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROL Initiative)-ს შემდეგ მეორე ორგანიზაციაა რომელსაც მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია.

სასწავლო კურსები: CLS გარდა 3 თვიანი ძირითადი პროგრამებისა ასევე ატარებს ასევე სასწავლო კურსებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებში, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კრედიტები: ყურადღება სტუდენტებს სკოლის გავლა ჩაეთვლებათ სამართლის კლინიკად და სტაჟირებათ და  უნივერსიტეტებში მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები.

ინფრასტრუქტურა: CLS-ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა (აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა).

ღინისძიებები: „კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ -ს ორგანიზებით გაიმართა არაერთი ღონისძიება განგრძობადი იურიდიული განათლების ხელისშეწყობის მიზნით. CLS საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის პერიოდულად ატარებს უფასო აკრედიტირებულ ტრენინგებს, როგორც თბილისში ისე დასავლეთ საქართველოში, რომლებიც გაიარა 200-მდე ადვოკატმა.