GE
კავკასიის ბიზნეს სკოლა - CSB კავკასიის ბიზნესის სკოლა (კბს) დაარსდა 1998 წელს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე შექმნილი კონსორციუმის მიერ, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი (თეუსი), აგრეთვე ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ჯსუ, ატლანტა, აშშ) ურთიერთთანამშრომლობით.

ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჯსუ) ჯ.მაკ რობინსონის ბიზნეს-კოლეჯი უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ დონეს, ამ კოლეჯში ასევე მუშავდება და ხორციელდება საერთაშორისო მასშტაბისა და აღიარების მქონე პროგრამები.

აღნიშნული კოლეჯი უდიდეს ბიზნეს-კოლეჯთა ათეულში შედის: U.S. News & World Report–ის მიხედვით ჯ. მაკ რობინსონის კოლეჯი ამერიკაში საუკეთესო სამაგისტრო (MBA-ის) პროგრამის მქონე კოლეჯების ათეულის ერთ-ერთ წამყვან კოლეჯად არის აღიარებული ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, აისახება მის მოღვაწეობაში ოთხ კონტინენტზე, რომელსაც იგი ახორციელებს გაცვლითი ხელშეკრულებების, პარტნიორობისა და ხარისხის ერთობლივი პროგრამების საშუალებით. ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტსა GSU და კავკასიის ბიზნესის სკოლას შორის პარტნიორობას აფინანსებს ევრაზიის ფონდი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაფუძნდა კავკასიის უნივერსიტეტი. ამჟამად კ.ბ.ს. წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის ერთერთ ფაკულტეტს.

კავკასიის ბიზნესის სკოლის მიზანი
კავკასიის ბიზნესის სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს გადასვლას გეგმური საბაზრო ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე, მოამზადოს ბიზნესის პროფესიონალთა ახალი თაობა, მენეჯერები, ბიზნესმენები და აღუზარდოს საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს ბიზნესის მომავალი ლიდერები.

მისი მთავარი ამოცანაა შექმნას ისეთი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს.