GE
მარიამ ცისკაძის ტრენინგ ცენტრი
მარიამ ცისკაძის ტრენინგ ცენტრი დაარსდა 2013 წელს. მისი მიზანია მოსამართლის, ადვოკატის, ნოტარიუსის და პროკურორის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მსმენელების მომზადება, ასევე სასამართლოს, პროკურატურის, სხვა საჯარო დაწესებულებების მოხელეთა და კერძო კომპანიების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა.
 
ცენტრი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისათვის უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურეობას. ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდა მშობლებისათვის ბავშვის აღზრდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ლექციების ჩატარებაა. ცენტრი თავის საქმიანობას მაღალკვალიფიციური თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტებით ახორციელებს.