GE
ქართული სიტყვის აკადემია არასამეწარმეო იურიდიული პირი „სიტყვა ქართული“ დაფუძნდა 2013 წლის 5 თებერვალს. ორგანიზაცია მიზნადისახავს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა (მათ შორის ახალგაზრდობის) ჩართულობისგაზრდას ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მედიის თავისუფლების მხარდაჭერას; მოქალაქეთა უფლებების დაცვას და კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციული წვდომის უზრუნველყოფას; დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრებას; არჩევნების (ადგილობრივი თვითმმართველობის/მმართველობის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო) სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარების ხელშეწყობას და მონიტორინგს; მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას; სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია ახორციელებს სამ  პროექტს: საზოგადოებრივი პორტალი sazogadoeba.ge, სასწავლო ცენტრი „ქართული სიტყვის აკადემია“ და ახალგაზრდა ინიციატორთა და ჟურნალისტთა კლუბი „StartMedia”