GE
საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო - უნივერსალი

საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტოუნივერსალი“ ეხმარება 8 დან 50 + ასაკის მქონე პირებს შეარჩიონ სასწავლებელი (სკოლა, კოლეჯი ან უნივერსიტეტი) მათი ბიუჯეტის, სამომავლო გეგმების/კარიერის და სურვილის შესაბამისად.

სააგანეტო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ცნობილი და წარმომაგენლობითი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის  ICEF-ის წევრი და ცნობადი რამოდენემე საერთაშორისო საგანამანათლებლო ასოციაციის და ორგანიზაციის მიერ: : IALC, NAFSA, Cec-Network, EAIE, English-UK, Education-UK, British Council, Institut Français de Géorgie და ა.შ. სააგენტოს დირექტორი მუშაობს ამ დარგში 2006 წლის იანვრიდან და აგრეთვე არის დიდი ბრიტანეთის განათლების სერტიფიცირებული მრჩეველი (სერტიფიკატი გაცემულია  Education-UK და British Council-ის მიერ 2011 წლის 20 აპრილს).

სააგენტო „უნივერსალი“ გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამების მთლიან სპექტრს: უცხო ენის შემსწავლელი კურსები, პროფესიონალური კურსები, საშუალო სკოლის პროგრამები (IB, A-levelები, GCSE, IGCSE, გერმანული ABITUR, ფრანგული Baccalaureate და აშშ საშუალო სკოლის ატესტატი), უნივერსიტეტისათვის მოსამაზადებელი პროგრამები, მაგისტრატურისთვის მოსამზადებელი კურსები და უნივერსიტეტის ხარისხები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).

სააგენტოს მომსახურება უფასოა და მოიცავს:
  • ზოგადი კონსულტაცია;
  • შესაბამისი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში გარკვევა;
  • შერჩეულ კურსზე/პროგრამაზე რეგისტრაცია;
  • შესაბამისი ქვეყნის ვიზაზე განაცხადის გაკეთება და კონსულტაცია;
  • საცხოვრებლის შერჩევა და დაჯავშნა;
  • მგზავრობის დაგეგმვა (მარშრუტის შერჩევა, ბილეთების შეძენა);
  • ტრანსფერები აეროპორტიდან საცხოვრებლამდე და უკან;
  • სამოგზაურო-ჯანმრთელობის დაზღვევის გაფორმება;
  • ყოველდღიური და საჭირო ინფორმაციის მიწოდება მასპინძელ ქვეყანაზე.
  • სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში სააგენტო მოიაზრება, როგორც მედიატორი სტუდენტსა და სასწავლებელს შორის.