GE
საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი
 
საპატრიაქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი შეიქმნა 2000 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.

ცენტრში მუშაობენ:
  • ფსიქოთერაპევტი
  • არტთერაპევტი
  • ფსიქიატრი
  • ნევროლოგი
ცენტრის მიმართულებებია:
  1. სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია.
  2. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია.
  3. ჯგუფური თერაპია.
  4. ტრენინგები ფსიქოთერაპიაში, არტთერაპიაში და ბიზნესის ფსიქოლოგიაში.
წლების განმავლობაში ცენტრის თანამშრომლები ვეცნობოდით ასკეტიკას და ქრისტიანულ ანთროპოლოგიას. ამ ცოდნის საფუძველზე შევიმუშავეთ ტრენინგი - საეკლესიო ფსიქოლოგიაში. ამ სახის ტრენინგი მხოლოდ ჩვენს ცენტრში ტარდება. აგრეთვე, შევიმუშავეთ მეთოდიკა - სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, რომელსაც  წარმატებით ვიყენებთ პრაქტიკაში.