GE
საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი
"საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი" - ევროპულ პროფესიულ სივრცეში ინტეგრირებული პირველი ფსიქოთერაპიული სასწავლებელი საქართველოში, ახორციელებს ევროპულ სასწავლო პროგრამას ფსიქოთერაპიაში. უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ განათლებას და ევროპული აკრედიტაციის (ლიცენზირების) მიღების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს ევროპულ სივრცეში მუშაობის უფლების მოპოვებას და პროფესიული კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებას.
 
დღეისათვის, მთელ კავკასიაში, მხოლოდ ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელებს აქვთ მინიჭებული ევროპული ცენზი ფსიქოთერაპიაში: ინსტიტუტის გენერალური დირექტორი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი - ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი არიან EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტები (www.eagt.org). მხოლოდ ამ ინსტიტუტში, ევროპულ განათლებას თან ერთვის განწყობის ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის კვლევითი მეთოდების შემსწავლელი  სპეციალური პროგრამები.
 
ინსტიტუტის ეგიდით, სასწავლო ჯგუფები მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებში. ინსტიტუტი უზრუნველყოფს სასწავლო ლიტერატურას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ქართულ ენაზე გეშტალტ თერაპიის სახელმძღვანელოს ავტორია, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.