GE
თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი-TBTC

თბილისის ბიზნეს ტრეინინგ ცენტრი დაარსდა 2007 წლის ოქტომბერში და გასულ რვა თვეში სხვადასხვა პროგრამების შესაბამისად ორასზე მეტი სპეციალისტის გადამზადება მოესწრო, დღეისთვის ჩვენთან მოქმედებაშია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახის პროგრამა.

თბილისის ბიზნეს ტრეინინგ ცენტრის მიზანია, განათლების სფეროში საქმიანობა. კომპანია ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების, სამართლის პროგრამების, კომპიუტერული პროგრამების და უცხო ენების სასწავლო კურსების ორგანიზებასა და ჩტარებაზე. რომლებიც ხორციელდება განსხვავებული ფორმატით და ფორმებით. ინტერაქტიური ტრენინგების, სასწავლო კურსების და სასწავლო მოდულების სახით, ტრენინგებს ატარებენ უმაღლესი კვალიფიკაციის და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, თავიანთი დარგის აღიარებული სპეციალისტები. მათ შორის რვა მეცნიერებათა დოქტორი, წამყვანი ბანკის მმართველები, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა იმ ორგანიზაციებთან ვისაც გააჩნია მყარი რეპუტაცია მაღლი პროფესიონალიზმი და სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის სურვისლი. ჩვენ ვიცით რომ წარმატება სწავლით მიიღწევა და ვცდილობთ ეს ყველასათვის ხალმისაწვდომად ვაქციოთ.

მომზადების მაღალი დონისა და სერტიფიცირების მდგრადი ხარისხის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე სწავლის პერიოდში ჩართულია ორეტაპიანი ტესტირება და დაწესებულია ქულათა 75 %-იანი მინიმალრი ზღვარი, რომლის გადალახვის გარეშე სერთიფიკატი არ გაიცემა. საუკეთესო მსმენელებს ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი, რომელიც პრესტიჟულ ორგანიზაციებში დასაქმების შანსს ძალიან მაღალ დონემდე ზრდის (რასაც ჩვენი გამოცდილება პრაქტიკულად ადასტურებს).