GE
უცხო ენების ცენტრი BTB
 
უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი Bristol-Tbilisi Bridge (BTB) დაარსდა 2011 წელს. იგი ორიენტირებულია ენის შესწავლის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების კომპლექსის დანერგვასა და მის ხარისხიან იმპლემენტაციაზე. მეცადინეობის პროცესში, ცენტრის მაღალკვალიფიციური პედაგოგები გამოიყენებენ უახლეს სასწავლო ლიტერატურას. სწავლების პროცესში ჩართულია აგრეთვე მასალა, რომელიც მსმენელებს სთავაზობს დისკუსიებს უცხოელ პედაგოგთან ერთად სხვადასხვა თემის გარშემო.

BTB-ში მსმენელთა ასაკი შეუზღუდავია. ბავშვებს 5 წლის ასაკიდან ცენტრში დახვდებათ შესაფერისი გარემო სპეციალიზირებული პედაგოგით.

BTB არის ბრისტოლ-თბილისის ურთიერთობების წარმომადგენელი სკოლა საქართველოში, რომელიც ცენტრს დამატებით ფუნქციას სძენს: თბილისსა და ინგლისის ქალაქ ბრისტოლს შორის ურთიერთობების გაღრმავება. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ წარჩინებულ სტუდენტებს საზაფხულო სკოლები (Summer Schools) ბრიტანეთში.