GE
UK Bridge UK Bridge დაფუძნდა 2008 წელს. მას შემდეგ ჩვენმა კომპანიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი - 500 სტუდენტზე მეტი განათავსა დაახლოებით 100 სხვადასხვა სკოლაში, ინსტიტუტსა თუ კოლეჯში.

UK Bridge-ის თანამშრომლები თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილებით ამ სფეროში, ზუსტად შეგირჩევენ თქვენთვის სასურველ სკოლას, ინსტიტუტსა თუ კოლეჯს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. დაგეხმარებიან გამგზავრებისთვის საჭირო ყველა პროცედურაში.

UK Bridge მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და მიზნად ისახავს, გახდეს ერთერთი ყველაზე უფრო აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის სფეროში.