GE
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
ამერიკის საბჭოები აერთიანებს ხალხს და დაწესებულებებს აშშ-დან და ევრაზიიდან, რათა გაამჯობესოს სწავლის და მაღალი დონის სწავლების კვლევა.
ამერიკის საბჭოები არის მოგების გარეშე მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მაღალი დონის განათლების, კვლევის და ურთერთგაგების გასავითარებლად.
მას შესწავლილი აქვს შეერთებული შტატები და აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის 26 ერი. 450 პროფესიონალისაგან შემდგარი კოლეგიით, ამერიკის საბჭოები ქმნის და ასრულებს ინოვაცური პროგრამებს შეერთებულ შტატებში და ევრაზიაში სწავლისათვის, დარგის კვლევისათვის, და პროფესიული განვითარებისათვის.
ამერიკის საბჭოები არის აღიარებული ლიდერი განათლების რეფორმებში და დემოკრატიული დაწესებულებების გაძლიერებაში.

საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები
გასული 30 წლის განმავლობაში ამერიკის საბჭოებმა ააგეს პარტნიორი დაწესებულებების ფართო ქსელი შეერთებული შტატებისა და ევრაზიაში სტუდენტების, სტიპენდიანტებისა და პროფესიონალების მხარდასაჭერად.ჩვენი განათლების და კვლევის პროგრამები აწარმოებს და მხარს უჭერს 5,000 გაცვლით პროგრამაზე მეტს ათასობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ბიზნესში ყოველწლიურად.
ძირითადი დაფინანსება მოდის შეერთებული შტატების სახელმწიფო განათლების დეპარტამენტიდან, ღია მსოფლიო ლიდერობის ცენტრიდან, ეროვნული შეწირულობებიდან ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის და კერძო ფონდებიდან.

განათლების რეფორმა
ამერიკის საბჭოები არის დაფასებული რესურსი შეერთებული შტატებისა და სხვა უცხოური სახელმწიფოებისათვის, მრავალმხრივი განვითარების ბანკებისა და ფონდებისათვის, რათა მათ შეძლონ ინსტიტუციური რეფორმების, მონაწილეების ტრეინინგის სისტემების შექმნა და პროგრამის ადმინისტრირება.

სასწავლო პროგრამა და პროფესიული განვითარება
განათლების სფეროში დაფასებული ლიდერი, ამერიკის საბჭოები, ახლო კავშირში მუშაობს სწავლულებთან და პედაგოგებთან, რათა განავითაროს ახალი სტანდარტები და K-16 სასწავლო გეგმა ჰუმანიტარულ სპეციალობებში, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესში, უცხო ენებში და კანონებში.

უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა ასოციაციები
ამერიკის საბჭოები მხარს უჭერს რამდენიმე დინამიურ ქსელს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების და პარტნიორების 30,000 პროგრამისათვის თითქმის ყველა ევრაზიის და შეერთებული შტატების რეგიონში.
ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ხელი მიუწვდებათ სასწავლო ხელსაწყოებზე, პროგრამებზე და სხვადასხვა საგნებზე შემცირებული გადასახადებით, საინფორმაციო ბუკლეტეზე, კონფერენციებზე მიწვევებზე, ქსელის ღონისძიებებზე, პროფესული განვითარების სახელოსნოებზე და მოთავსების დახმარებაზე.

ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოებებას განათლების მხარდაჭერით და კვლევით, ლიდერობის ინსტიტუტის განვითარებით, ინდივიდუალური პირების და დაწესებულებების გაძლიერებით, სწავლის მეშვეობით.