GE
დანტე ალიგიერის საზოგადოება
 
"დანტე ალიგიერის საზოგადოების" საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახსნილი აქვს თავისი წარმომადგენლობა, 2006 წლის 11 ნოემბერს მისი აღმატებულების, ქ-ნ ქეთევან ბაგრატიონის (საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რომის პაპის წმინდა საყდართან)  უდიდესი ძალისხმევითა და დახმარებით შეემატა "დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი"
ზემოხსენებული საზოგადოების სათავო ოფისი მდებარეობს იტალიაში, ქ. რომში და წარმოადგენს არაკომერციული მიზნების მქონე ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიზანია  იტალიური ენისა და კულტურის გავრცელება და პოპულარიზაცია.
ზემოხსენებული მოზნებიდან გამომდინარე, "დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი" წარმოადგენს ე. წ. "კულტურის ინსტიტუტს", რომელიც ახორციელებს ერთგვარი მაკავშირებელი "ხიდის" ფუნქციას კულტურისა და განათლების სფეროში ორი ერის წარმომადგენლებს შორის. ის, საქართველოში მოქმედ სხვა ევროპული ქვეყნების "კულტურის ინსტიტუტების" მსგავსად, უზრუნველყოფს ქართველი და იტალიელი  ახალგაზრდების, მეცნიერების, მკვლევარების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეების მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებზე, სამხატვრო, ფოტო, არქიტექტურის, დიზაინის და სხვა სახის ნამუშევრების გამოფენებზე, კინოფორუმებზე, სპორტულ ღონისძიებებზე და სხვ.