GE
One World
პროფესიული  მომზადებისა და განათლების ცენტრი One World 2005 წელს დაარსდა. 

ცენტრი დაარსების  დღიდან ემსახურება ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლების საქმეს. One World მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია,  სადაც მსურველებს შეუძლიათ საფუძვლიანად შეისწავლონ: ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური

გაიარონ პროფესიული ინგლისურის კურსები:

ბიზნეს ინგლისური, ინგლისური იურისტებისათვის, ინგლისური ეკონომისტებისა და ფინანსისტებისათვის, ინგლისური მედიკოსებისათვის. ინგლისური მედდებისათვის, ინგლისური სტომატოლოგებისათვის, ინგლისური ლოგისტიკისათვის, ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიისათვის, ინგლისური ჟურნალისტებისათვის, ინგლისური ინჟინრებისათვის, ინგლისური ტურიზმისათვის,  TOEFL, Pre-TOEFL,  IELTS, FCE, CAE, ILEC, SAT. ცენტრში დასაქმებული უცხოელი პედაგოგები  სწავლების პროცესს მეტად ეფექტურს ხდიან.

როგორც კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ წარმომდგენელს, ცენტრს მოპოვებული აქვს უფლება ამავე კოლეჯთან შეთანხმებით ჩაატაროს გამოცდა ინგლისურ ენაში. საერთაშორისო კოლეჯის მიერ გამოცდის შემოწმების შემდეგ მათ მიერ გაიცემა ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი.

დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს ან აიმაღლონ კვალიფიკაცია:

ბიზნეს მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება, ბუღალტერია და ფინანსები, მარკეტინგი, ლოგისტიკა, პროექტის მენეჯმენტი, ბიზნეს ეკონომიკა, ადამიანთა რესურსის მენეჯმენტი, რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმრო ოპერაციები და მრავალი სხვა.

One World წარმოადგენს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ოფიციალურ პარტნიორს და საგამოცდო ცენტრს საქართველოში, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სერტიფიკატით. ცენტრის უფლება-მოსილება გულისხმობს ზემოთჩამოთვლილ პროგრამებზე გაწევრიანებას, სასწავლო მასალით უზრუნველყოფას, ტრენინიგის წარმართვას,  გამოცდის მოწყობას. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები ჯილდოვდებიან კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომებით.

გაიარონ  ტრენინგები ქართულ ენაზე:
  • ლოგისტიკა/მოწოდებათა ქსელი
  • ლოგისტიკა და ღონისძიებათა მართვა
  • მერჩენდაიზინგი და ლოგისტიკა
  • ბიზნეს კომუნიკაციები
  • მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსის მენეჯმენტი
  • PR მენეჯმენტი, საზოგადოებრივი კომუნიკაციები და ღონისძიებათა მართვა
  • ფინანსური აღრიცხვა საგადასახადო კანონმდებლობა და აუდიტი
  • სასტუმრო ოპერაციების მართვა, ტურისტული ბიუროს მენეჯმენტი
  • FIDIC
მოქნილი ცხრილის, სწავლების მაღალი დონის და მისაღები ფასების გამო ცენტრი ყველა სტუდენტისათვის სასურველი სასწავლო ადგილია.
აქ შესაძლებელია ისწავლო და ამავე დროს გაერთო, რადგან ჩვენს მიერ დანერგილი სიახლე  Lescafe (გაკვეთილი კაფეში) იძლევა ამის საშუალებას.