GE
ინტერნიუსი-საქართველო ,,ინტერნიუსი - საქართველო” არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით.

,,ინტერნიუსი-საქართველო” ატარებს პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტების ტრენინგებს, ახორციელებს საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანიებს, აწარმოებს მედიაკონტენტს და ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას მედიაში. ეს ინიციატივები მოქალაქეებს და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ და შექმნან ღირებული ინფორმაცია, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მიაღწიონ პოზიტიურ ცვლილებებს.

,,ინტერნიუსი-საქართველო” 1997 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებმაც გააუმჯობესეს მედიაგარემო საქართველოში; გადაცემამ „კვირა“ და „გზაჯვარედინი“ (Прекресток) დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა სატელევიზიო მედიაში; გადაცემამ „ჩვენი ექსპრესი“ მულტიმედიური უნარები და მედიაწიგნიერება აამაღლა ბავშვებში და ახალგაზრდებში; www.media.ge პირველი ვებ-პორტალია, რომელმაც საქართველოში მედიის შესახებ ახალი ამბების და ანალიტიკური ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. 

,,ინტერნიუსი-საქართველო” მდგრადი ორგანიზაციაა, რომლის პროექტები დონორული ფონდებით და სამეწარმეო საქმიანობით ფინანსდება. ორგანიზაციას მიღებული აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის, ევროკომისიის, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს, SIDA-ს, “ღია საზოგადოება”- საქართველოს დაფინანსება. ორგანიზაციას მიღებული აქვს ჯილდოები და სერტიფიკატები.

,,ინტერნიუსი-საქართველო” არის საერთაშორისო ორგანიზაციების „ინტერნიუს ინტერნეშენალის“ (Internews International) და „მედიის განვითარების საერთაშორისო ფორუმის“ წევრი (Global Forum for Media Development) წევრი.