მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მომზადების ორთვიანი პროგრამა მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებას, პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
პროგრამა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე. მსმენელები მიიღებენ ბუღალტრის მესამე დონის კვალიფიკაციას.