GE
კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი-CTC
”კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი” (CTC) ქართული არასამთვრობო ორგანიზაციაა, რომელიც ფუნქციონირებს 1999 წლიდან.
CTC-ის მიზანია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდაჭერა  ადგილობრივი ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების  გაძლიერებით, აგრეთვე მენეჯმენტისა და სათანადო მართვის იდეების მხარდაჭერა.
CTC ზრდასრულთ განათლების სფეროში პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც 2004 წელს მოიპოვა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO-9001-2000.
CTC მუშობს ორმაგი პროფილით:
  • როგორც ზრდასრულთა განათლების დაწესებულება, იგი მხარს უჭერს თანამედროვე ლიდერობისა და მუშაობის უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
  • CTC არის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს ორგანიზაციული სისტემებისა და სტრუქტურის გაძლიერებაში, ადეკვატური სტრატეგიების და მმართველობის განვითარებაში.
CTC ახორციელებს სხვადასხვა დონორისა და სპონსორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია განათლებისა და შერჩეული ინდივიდების და ორგანიზაციების განვითარების საჭიროებების მხარდაჭერაზე.
CTC-ის დაფუძნებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამ ევროპულ დონორ ორგანიზაციას:
  • Cordaid (ჰოლადნია);
  • EED;
  • Misereoer (გერმანია).
მათ კაპიტალი დააბანდეს ცოდნის, კადრების და ადგილობრივი შემსრულებლებისათვის შესაძლებლობების განვითარების სუბსიდირებულ  მიწოდებაში.