GE
ტრენინგ ცენტრი - ELCml ტრენინგ-ცენტრ ELCml-ის პროფესიონალი მასწავლებლები, მაღალაკადემიური ხარისხიანი სწავლება, კომფორტული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო ცენტრის მაღალ რეპუტაციას განაპირობებს. ჩვენ მივისწრაფით სიახლისკენ და ვნერგავთ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს.

ELCml Oxford House College-ის პარტნიორი ორგანზაცია გახდა, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ELCml-ს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა პროფესიონალთა ჯგუფი, რომელთათვის ძირითად ღირებულებას წარმოადგენს პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა,  სისტემურობა, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, კონსტრუქციული თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან.

ELCml-ის  მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანა, პროფესიული მომზადების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, განათლებული და მოაზროვნე თაობების აღზრდა, სათანადო უნარებითა და ჩვევებით მათი აღჭურვა.

ELCml-ი წარმატებით ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, ახალი სასწავლო წლიდან შემსწავლელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ბრიტანელი სპეციალისტების მეშვეობით Oxford House College-ის ლონდონის, ოქსფორდის, სტრედფორდ-აფონ-ეივონის ფილიალებში დაეუფლონ სასერთიფიკატო პროგრამებს და მათი კურსდამთვარებულები გახდნენ. ამასთან, ინგლისური ენის მასწავლებლებს ეძლევათ კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის შეძენის შესაძლებლობა.

ტრენინგ-ცენტრი ELCml-ი მუდმივად ზრუნავს პროფესიონალური ზრდისთვის, ამაყობს თავისი მიღწევებით და შესწევს უნარი მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულოს აღებული ვალდებულებები.