GE
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა) არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია საზოგადოების ეკონომიკური განათლება, დემოკრატიის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, კერძო სექტორის განვითარებისა და წარმატებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა. ეკონომიკური განათლების ხარისხისა და ახალგაზრდა ეკონომისტების კვალიფიკაციის ამაღლება.

ასოციაცია თანამშრომლობს ნებისმიერ დაინტერესებულ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, კერძო სექტორსა და მას-მედიასთან.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა) დაარსდა 1989 წლის 25 აპრილს. ეს იყო პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ახალი ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ფორმირებას.

განათლების პროგრამა

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური განათლების პროგრამა. პროგრამის მიზანი, ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება საქართველოში, თამამად შეიძლება ითქვას, წარმატებით ხორციელდება, რასაც მოწმობს ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. აპლიკანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და 2007 წელს 1500-ს გადააჭარბა. ამას განაპირობებს შეთავაზებული ტრენინგ-კურსების სისტემატური განახლება და დახვეწა.

2007 წელს ჩატარდა სემინარ-ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკის საფუძვლები, მარკეტინგის საფუძვლები, მენეჯმენტის საფუძვლები, სადაზღვევო საქმე და ფინანსური აღრიცხვა.