GE
უცხო ენების სასწავლო ცენტრი - Language Club ჩვენი ცენტრის მიზანია: ენის შესწავლასთან ერთად გავაცნოთ და შევაყვაროთ ჩვენს სტუდენტებს იმ ქვეყნის ენა და ლიტერატურა,რომლის შესწავლასაც თვითონ მოინდომებენ. ჩვენ ასევე ვასწავლით ქართულ ენასა და ლიტერატურას უცხოელ სტუდენტებსაც და არა მარტო მათ.

გარდა ამისა, ჩვენთან თქვენ ისწავლით ჯაზის ისტორიას, კინოსა და ლიტერატურის ისტორიას და სახალისო გეოგრაფიას. ასევე, ვასწავლით ინგლისურს, გერმანულს, იტალიურს, ფრანგულს, თურქულს, იაპონურს, სპარსულს და ჩეხურსაც კი!

გვაქვს ზოგადი ინგლისურის კურსი, ბიზნეს ინგლისურის კურსი,სამედიცინო ინგლისურის კურსი და ინტენსიური ინგლისურის კურსი, ასევე გვაქვს Toefl-ის კურსი, რომელსაც უძღვება მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი პედაგოგი.

გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის თარგმანს სხვადასხვა ენაზე.