GE
აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი (EEU) გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ ევროპული განათლება საქართველოში. თქვენი მომავალი წარმატების გარანტი EEU–ს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესურა იქნება. EEU ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს იურიდიულ, ეკონომიკისა და ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. გექნებათ შანსი მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო, გაცვლით და სასერთიფიკატო პროგრამაში, სპეციალური ტრენინგ კურსები კი დაგეხმარებათ პროფესიული უნარების განვითარებაში. EEU–ში გელით მყუდრო, კეთილგანწყობილი გარემო, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საინტერესო საუნივერსიტეტო და სტუდენტური პროექტები, კონფერენციები. წარმატებულ სტუდენტები ჩაერთვებიან საუნივერსიტეტო საქმიანობაში და შეიძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას. არ გაუშვათ შანსი გახდეთ საქართველოში ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტი, მიიღოთ საუკეთესო განათლება და გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა.