GE
საგანმანათლებლო ცენტრი HI-LINE საგანმანათლებლო ცენტრი Hi-Line ეფუძნება რა გუნდურობის, სამართლიანობის, კოლეგიალურობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს, მიზნად ისახავს უზრუნველჰყოს სწავლების მაღალი ხარისხი დაინტერესებულ პირთათვის.

ცენტრი კონცენტრირებულია სტუდენტთათვის ფართო პროფილიანი, მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნასა და მათი ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისი განათლების მიცემაზე.

კერძოდ, Hi-Line მაღალიკვალიფიკაციის მქონე პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს სთავაზობს საინტერესო და მეგობრულ ატმოსფეროს გაკვეთილებზე, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ადმინისტრაციისა და მასწავლებლის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; ხელმისაწვდომს ხდის მათთვის სწავლისთვის აუცილებელ ძირითად სახელმძღვანელოებსა თუ დამხმარე ლიტერატურას; აძლევთ მათ საშუალებას ისარგებლონ შენობაში არსებული ბუფეტით.

გთავაზობთ ტრენინგებსა და კურსებს შემდეგი მიმართულებით:
უცხო  ენები, ფსიქოლოგია, ძიძების  სკოლა;  ორსულთა  და  ახალბედა დედათა აკადემია; იოგა, სააბიტურიენტო  და  საატესტატო  გამოცდებისათვის  მოსამზადებელი  კურსები, ხატვა, ბუღალტერია, საოფისე პროგრამები.