GE
პროგრესული იდეების ფორუმი
,,საქართველოს პროგრესული ფორუმი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებზე და მის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაძლიერება, რომლის დროსაც საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობა, როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე.
 
,,საქართველოს პროგრესული ფორუმი“ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან და ფონდებთან. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.