GE
ახალგაზრდა ადვოკატები
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2012 წლის ივლისიდან, აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას მიმართავს და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის, აქტიური წვლილი შეაქვს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების/თავისუფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ორგანიზაცია ახორციელებს სტრატეგიულ საქმისწარმოებას, რაც საადვოკატო საქმიანობის ფორმებთან ერთად, გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან. ორგანიზაცია ორიენტირებულია კვლევით საქმიანობაზე, ამზადებს თემატურ დასკვნებსა და რეკომენდაციებს, მრგვალ მაგიდას აქტუალური თემების გაშუქებისა და დისკუსიისათვის.
 
ამასთან, ორგანიზაცია ძირითად სტრატეგიად აცხადებს: ჩართულობას უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროცესში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, კანონმდებლობის ექსპერტიზის, პროფესიული განვითარების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების, თვითმმართველობების ინსტიტუციური გაძლიერების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის, მედია-ადვოკატირების, არჩევნების მონიტორინგისა და  ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.
 
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო სამეცნიერო ჟურნალის გამოცემაც. სამეცნიერო ჟურნალი „ახალგაზრდა ადვოკატები“-ს პირველი ნომერი 2014 წლის მარტში გამოიცა. ამჟამად ჟურნალი არის რეფერირებადი გამოცემა და მას მინიჭებული აქვს პერიოდული გამოცემის ნომერი - ISSN 1512-4525.