GE
ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა
 
ჟურნალისტიკის სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას, მოახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება  სატელევიზიო მედიის ნებისმიერ სფეროში  და გახდეთ ნამდვილი  პროფესიონალი.
 
თუ თქვენ ხართ აქტიური, ამბიციური, მოგწონთ ინფორმაციასთან მუშაობა და  გსურთ მიაღწიოთ წარმატებას ტელესივრცეში, მობრძანდით ჩვენთან!!!!
 
ჩვენი სკოლის პედაგოგები შეგასწავლიან ჟურნალისტიკის საფუძვლებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ჩვენს მასტერ-კლასებში კი ტელემედიაში წლების განმავლობაში  მომუშავე  ადამიანები პროფესიის საიდუმლოს დაუფლებაში დაგეხმარებიან. თქვენ მათი გამოცდილების გაზიარების, მათთან საუბრის და შეკითხვების დასმის საშუალება გეძლევათ.
 
სასწავლო პროცესი ითვალისწინებს:
  • სტაჟირებას ტელეკომპანია "იმედში" და რადიო "იმედში";
  • პროფესიულ სატელევიზიო ტექნიკასთან მუშაობას;
  • ერთობლივ პროექტებს ტელეკომპანია "იმედთან" და რადიო "იმედთან";
  • მასტერკლასებს  მედიის პროფესიონალებთან.