GE
GAU-თბილისის პიარ სკოლა
ისტორია
”ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) ჩამოყალიბდა როგორც ელენე ჯამარჯაშვილის MBA პროექტი, 2001 წელს ატლანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჯორჯია) მისი სწავლის დროს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ერქვა “კავკასიის ამერიკული უნივერსიტეტი” და მოიაზრებოდა როგორც სამართლის სკოლა.

ატლანტაში ელენე ჯამარჯაშვილი შეხვდა შეერთებულ შტატებში და მსოფლიოში ცნობილ იურისტის კენეტ ა. ქეთშოს. ბ-ნ. ქეთშო გულწრფელად დაინტერესდა MBA პროექტის საფუძველზე უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ამოცანით და დათანხმდა დახმარებოდა უნივერსიტეტს პარტნიორული ურთიერთობები დაემყარებინა  ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ იურიდიულ სკოლასთან – ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯთან.

2002 წლის დასაწყისში ელენე ჯამარჯაშვილი თბილისში დაბრუნდა და სათანადო ინვესტორის ძებნა დაიწყო. სწორედ ამ დროს მან გაიცნო რ. მაიკლ ქაუგილი, აშშ-ს დაფინანსებით მომუშავე კონსულტანტი, რომელიც საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და სამხრეთ კავკასიის (SCP) მილსადენების პროექტებთან დაკავშირებით. ბ-ნ. ქაუგილი დათანხმდა უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ქ-ნ. ჯამარჯაშვილის მრჩეველის როლი შეესრულებინა, ხოლო შემდეგ გახდა უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

შედეგად 2005 წლის თებერვალში დაარსდა ამერიკელი და ქართველი ინვესტორების ერთობლივი შპს. უნივერსიტეტის დასახელება შეიცვალა და მას “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი” (GAU) ეწოდა.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და ინდოეთის უნივერსიტეტბთან. პარტნიორობა გულისხმობს ფაკულტეტებისა და სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ კვლევას, დისტანციურ სწავლებას და სასწავლო პროგრამების შემუშავებას, პარტნიორი უნივერსიტეტის ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებული განსხვავებების შეჯამებას. პარტნიორი სასწავლებლების სია კვლავაც იზრდება.

”ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტის” ყველაზე წარმატებულ პროექტს გაუს  პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი „გაუ თბილისის პიარ სკოლას“ უწოდებს.
ისტორია
გაუ–თბილისის პიარ სკოლის შექმნის იდეა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილს და ჯეპრას დამფუძნებლებს 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს გაგვიჩნდა. ამ იდეის ხორცშესხმისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი გვამოძრავებდა: პირველი და, ალბათ, უმთავრესი  ჩვენს ქვეყანაში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იყო. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და არსებული სპეციალიზებული კურსები ვერ აკმაყოფილებდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ამასთან, ჩვენს კომპანიასა თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებული პიარისა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტების დაგროვილმა გამოცდილებამ, თეორიულმა ცოდნამ და პრაქტიკაში მისმა გამოყენებამ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე მიდგომებზე აგებული სპეციალიზებული კურსი – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, სადაც მსმენელებს პიარის სპეციალისტებისათვის ყველა აუცილებელ სფეროზე შევუქმნიდით წარმოდგენას. თეორიული მასალებისა და პრაქტიკული, ქართულ რეალობაში განხორციელებული სავარჯიშოების მეშვეობით, უკეთესად გავაცნობდით პროფესიის ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

2006 წლის დასასრულს ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილით მივმართეთ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტს (გაუ). გაუ-ს ხელმძღვანელობამ მოიწონა პროექტი და, თავის მხრივ, შემოგვთავაზა პარტნიორობა ამ საქმეში. 2007 წლის აპრილიდან გაუ-თბილისის პიარ სკოლა ოფიციალურად ფუნქციონირებს. დღიდან დაარსებისა, პიარ სკოლას ორ ასეულზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
მისია/ხედვა
გაუ–თბილისის პიარ სკოლა პრაქტიკოსი, წარმატებული პროფესიონალი ლექტორებით  დაკომპლექტებული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც დასავლური სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის ინოვაციური და სპეციალიზებული განათლების  მიღებისათვის მსმენელთათვის ყველა პირობა არის შექმნილი.

გაუ-თბილისის პიარ სკოლის მისიაა საქართველოში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სწავლების ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური მიღწევების დანერგვა–განხორციელება და ამ დარგში მაღალი დონის პროფესიონალური კადრების მომზადება.