GE
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ლოტუსი"
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ლოტუსი“ 2010 წლის დეკემბრის თვიდან ფუნქციონირებს. პირველი ცენტრი ვაჟა–ფშაველას გამზირზე გაიხსნა, შემდეგ, 2011 წლის ივნისში, „თბილისი ცენტრალის“ ფილიალი, ხოლო 2012 წლის იანვარ–თებერვალში „Lotus Garden”–ი  (Tiflis Business Tower) და ფალიაშვილის ქუჩა 35 –ის (ვაკე) ახალი ცენტრები შეემატა.

„ლოტუსი“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურის უახლესი მოდელებით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.ყოველი ცენტრი მომსახურების მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სახისა და ტანის მოვლის პროცედურების დიდი არჩევანი, გამაახალგაზრდავებელი და გასახდომი პროგრამები, სპა მომსახურება (სპა კაფსულები, ჰიდრომასაჟი, ეგზოტიკური აბაზანები), ფიტნესი (ტრენაჟორების მრავალსახეობა), აერობიკა, სალონური მომსახურება. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს ყველა სასურველი პროცედურა ცენტრიდან გაუსვლელად.
ჩვენს ძირითად მიზანს წარმოადგენს პროფილაქტიკურ - გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და ესთეტიკური მომსახურების შერწყმა. გარდა ზემოთაღნიშნულისა, ცენტრში შექმნილია სასიამოვნო გარემო, რაც რელაქსაციის საშუალებას აძლევს მომხმარებელს.
„ლოტუსი“ მუდმივად სთავაზობს სიახლეს მომხმარებელს და გამოირჩევა ინოვატორული მომსახურებით: 2011 წლის ოქტომბრიდან ცენტრში მიმდინარეობს თმის ზრდისა და თმის ცვენის მკურნალობა ამერიკული ულტრათანამედროვე ლაზერული აპარატით. გარდა ამისა,  გთავაზობთ წონაში კლებისა და სხეულის პრობლემური ნაწილების კორექციის პროგრამებს. ეს პროგრამები სრულდება უახლესი აპარატურის მეშვეობით. მათი უმეტესობა კი, როგორებიცაა Vacu Fit-ის ტრენაჟორი, სპა–კაფსულები, კრიოსაუნა – ექსკლუზიურად ლოტუსშია. გარდა ამისა ჩვენთან შესაძლებელია Versa Spa-ს ან Mistic Tan-ის ავტოკაბინაში 3 წუთში, ავტომატურ რეჟიმში, გაირუჯოთ და თან დაიფეროთ თქვენთვის სასურველი ფერის ნარუჯით. ეს ყველაფერი კი პირველად საქართველოში  და  მხოლოდ „ლოტუსში“.
„ლოტუსი“ თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორებიცაა "Ros’s", "Belnature", "Illumiwave",  "Vacu Fit", "Mistic Tan",  "Versa Spa" და ამასთანავე წარმოადგენს მათ ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში.