GE
Growin შ.პ.ს. „გროუინი“ - ქოუჩინგის პირველი კომპანიაა საქართველოში და მისი არსია - მიზანდასახულობა და საკუთარი მიზნების რეალიზება.

ქოუჩინგის დახმარებით ადამიანები აღწევენ თავის მიზნებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად და პროცესში იძენენ თავდაჯერებულობას, რომ არჩეული გზა იყო სწორი და ოპტიმალური.

ქოუჩის დახმარებით ადამიანი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მიზნებსა და ამოცანებს, ქმნის მათი მიღწევის სრტატეგიებს და ირჩევს მათგან საუკეთესოს.

ფსიქოთერაპიისგან განსხვავებით, ქოუჩინგი კიდევ უფრო მეტად არის ორიენტირებული მომავალზე. ქოუჩთან მუშაობის დროს კლიენტს ეძლევა საშუალება სხვა კუთხიდან დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები, აწმყო, გათავისუფლდეს საზოგადოებრივი აზრის წნეხისგან და გაიაზროს საკუთარი მოთხოვნილებები, ღირებულებები, მოტივაცია და ინტერესი. ამის შედეგად იგი თავისუფლდება შინაგანი ბარიერებისგან, იმ დემოტივატორებისაგან, რომელიც აფერხებს დასახული მიზნი მიღწევას.

ქოუჩინგი პრინციპულად განსხვევდება კონსალტინგისგან - ეს არის სივრცე, თავისუფალი რჩევებისა და მითითებებისგან. ქოუჩინგის უპირატესობა ვლინდება კლიენტთან დამოკიდებულებაში და პარტნიორულ ურთიერთობაში იმ დროს, როდესაც ქოუჩი აღიარებს იმ ფაქტს, რომ კლიენტი აპრიორი ფლობს თვითრეალიზებისა და წარმატების მისაღწევად საჭირო ყველა რესურსს.