GE
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 23 წელია ქართულ ავიაციას პროფესიონალი კადრებით ამარაგებს. უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ასევე, აქვს საერთაშორისო ტრეინინგ ცენტრი, სადაც როგორც მოქმედ, ასევე დამწყებ სპეციალისტებს შეუძლიათ გაიარონ სხვადასხვა სახის ტრეინინგები.
 
უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, სასწავლო ავიასიმულატორი მფრინავებისთვის, საჰაერო ხომალდები A-22, Cessna 152, Piper Seneca, Boeing 737-200. აქვს საკუთარი აეროპორტი ქალაქ თელავში, რომელიც გარემონტდა და აღდგა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აეროპორტში პრაქტიკებს გადიან უნივერსიტეტის საინჟინრო და საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე ტრეინინგ ცენტრის სხვადასხვა კურსის მსმენელები.