GE
არმარიუმი
„არმარიუმის“ სკოლა არის  სკოლამდელი და სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე, რომლის მიზანია დაეხმაროს ბავშვს სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებასა და ცოდნის მიღებაში.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვს:
  • აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკივოს საკუთარი თავის რწმენა
  • განივითაროს კრიტიკული, შემოქმედებითი, სოციალური, შემეცნებითი უნარები
  • გამოსცადოს თავისი იდეებისა და სურვილების რეალიზაცია
  • ჩამოუყალიბდეს პოზიტიური განწყობა სწავლისა და წიგნების მიმართ
  • გახდეს უფრო მეტად რეალიზებული და შემოქმედებითი
რატომ „არმარიუმის“ სკოლა?
თუ თვლით, რომ
  • თქვენს შვილს აქვს ბევრი ისეთი  მისწრაფება ან უნარი, რომლის განვითარებასაც ისურვებდით
  • მიუხედავად ნიჭიერებისა და განათლებისა, მისი პერსონალური უნარები სასურველია მეტად დაიხვეწოს და განვითარდეს,  რათა უფრო წარმატებულად შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების  რეალიზება
  • თქვენი შვილისთვის სასარგებლოა კეთილგანწყობილი, მრავალფეროვანი,  შემეცნებითი გარემო, რომელიც მისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება
და გსურთ რომ
  • თქვენი შვილი იყოს რეალიზებული, ინტეგრირებული, სოციალიზებული და თავისუფალი პიროვნება
  • იყოს მოტივირებული და პოზიტიურად განწყობილი სწავლისადმი
  • შეიძინოს უნარები, რომელიც დაეხმარება გარემოსთან ადაპტაციაში, პრობლემების გადაჭრაში, თვითრეალიზაციასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განტკიცებაში
მაშინ გელით „არმარიუმის“ სკოლა!
„არმარიუმის“ სკოლა დაეხმარება ბავშვებს ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან და რეალიზებულ პიროვნებებად. ამ მყუდრო და კეთილგანწყობილ გარემოში ბავშვებს უყვართ მოსვლა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობების ერთად კეთება და საკუთარი გამოცდილების  ერთმანეთისთვის გაზიარება.