GE
ფარმაციის და სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრატორის კურსები სტაჟირებით
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი - "ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ფარმაციის და სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრატორების  შემსწავლელ სასერთიფიკატო კურსებს სტაჟირებით და საუკეთესო კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივით!

აფთიაქებში და კლინიკებში სტაჟირება დაეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს პრაქტიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს!

გაითვალისწინეთ: „ინტელექტ ცენტრს“ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება გააჩნია!
ჩვენ მიერ მომზადებულია უამრავი ფარმაცევტი და სამედიცინო დაეწსებულებების მენეჯერი, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ მუშაობას აღნიშნულ სპეროში!

მსმენელთა მიღება მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერით; შემდგომი გასაუბრების საფუძველზე!

სასწავლო გრაფიკის შერჩევა ხდება გასაუბრებაზე; საპრეზენტაციო შეხვედრაზე!

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით!

1. ფარმაციის შემსწავლელი  სასერთიფიკატო კურსი

კურსი გათვლილია: ფარმაციით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს შესაძლებლობა ფარმაცევტული კომპანიებსა და აფთიაქებში დასაქმებისა.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს;

გაითვალისწინეთ: კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას აფთიაქებში, რაც მეტად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს!

სასწავლო პროგრამა:
  1. რა სურს დამსაქმებელს? რა ტიპის ცოდნა არის საჭირო ტესტირების დროს და რა ტიპის უნარების ფლობაა საჭირო გასაუბრების დროს
  2. ERIX/OTIC - რა ნიშნით იყოფა რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები
  3. ფარმაცევტის ძირითადი სამიზნე - OTIC პრეპარატები
  4. რას ნიშნავს ასორტიმენტის ბირთვი
  5. ჩივილების მართვა სპეციალური ალგორითმების საშუალებით.
  6. დაზღვეული მომხმარებლისათვის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება
  7. რა არის პარა ფარმაცია
  8. ალგორითმები პარაფარმაციის პროდუქტების რეალიზაციისათვის
  9. რეცეპტის ფორმა. როგორ ხდება რეცეპტით მომართული მომხმარებლის მომსახურება. სარეცეპტო პრეპარატების მოკლე მიმოხილვა.
  10. რა არის ბრენდი და ჯენერიკი
  11. რა განსხვავებაა ჯენერიკებს შორის
  12. წამლის ფორმები, დოზები
  13. წამლის რეალიზაციისათვის საჭირო არითმეტიკული მოქმედებები /პროცენტები და პროპორციები
ძირითადი ფარმაკოლოგიური ჯგუფები: სადემონსტრაციოდ განვიხილოთ რა სქემით შეისწავლება ანტიჰისტამინური საშუალებები.

ანტიჰისტამინური საშუალებები:
  • პირველი, მეორე და მესამე თაობა.
  • Erix/otic, რა განსხვავებაა მათ შორის. გენერიული და სავაჭრო დასახელებები
  • ანტიჰისტამური პრეპარატების მოქმედების სქემის შედგენა
  • ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოშვების ფორმები.
  • ანტიჰისტამური პრეპარატის სადემონსტრაციო ბუკლეტის შედგენა.
პრაქტიკული ნაწილში; მსმენელები გაეცნობიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა Apex -ს, შეისწავლიან სამკურნალო საშუალებების განაწილებას, შენახვის პირობების დაცვას, მომხმარებლებთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომსახურებას.

კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 1 კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ!

კურსდამთავრებულთა უპირატესობა:
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთთვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას აფთიაქებში.
  • ჯგუფიდან ერთი საუკეთესო კურსდამთავრებული ერთთვიან სტაჟირებას გაივლის უფასოდ აფთიაქში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
  • რეკომენდებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზღაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას!
კურსი გრძელდება ორი თვე (24 ლექცია)
ლექციები ტარდება - კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ. 30წთ.
ღირებულება თვეში: 150 ლარი. სტაჟირება: 150 ლარი.

კურსს უძღვება: მოწვეული პრაქტიკოსი ტრენერი!

2. სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრატორების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსი კლინიკებში სტაჟირებით!

კურსი გათვილია სამედიცინო სექტორში დასაქმებით დანტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის.

გაითვალისწინეთ: კლინიკებში სტაჟირება მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი დასაქმების შესაძლებლობებს!

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც კურსდამთავრებულს ხელს შეწყობს, უპასუხოს დამსაქმებლის მოთხოვნებს და შესაბამისად, გაზარდოს შესაძლებლობა სამედიცინო სექტორში (სამედიცინო ცენტრებში, აბმულატორიული კლინიკებში, მრავალპროფილიანი საავადმყოფოებში, სტომატოლოგიური კლინიკებში) დასაქმებისა.

კურსი მოიცავს; პაციენტის მართვის ციკლს სამედიცინო დაწესებულებაში, რაც გულისხმობს:
  • პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტები
  • პაციენტის უფლებები და მოვალეობები
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
  • დაზღვეული პაციენტის მომსახურების სპეციფიკა, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა
  • ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება
  • დაწესებულების სერვისების პრომოცია
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სამედიცინო დაწესებულებაში ადგილზე მუშაობის სპეციფიკის გაცნობას, პაციენტების მომსახურებისა და მართვის პრქტიკულ საკითხებს, შესაბამისი უნარების გამომუშავებას.

კურსის ბოლოს: ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთვრებულებს გაეწევათ შესაბამისი რეკომენდაცია.

კურსდამთავრებულთა უპირატესობა: თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ დასაქმების პერსპექტივა, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კურსი უპრეცედენტოა, რადგან სრულად პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნებს და ზრდის კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას სამედიცინო სექტორში.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე,  8 – 2 საათიანი ლექცია (კვირაში 2-ჯერ)
კურსის ღირებულებაა 300 ლარი. (ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
შემდეგი ეტაპი - სტაჟირება - 2 კვირიანი პრაქტიკა კლინიკებში. ღირებულება 180 ლარი.

კურსს უძღვება: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზატორი, სერტიფიცირებული ტრენერი!

აღნიშნული კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დონის დამადასტურებელი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
 
მოგეხსენებათ, ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა!

„ინტელექტ ცენტრში“  ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები