GE
მოსამზადებელი კურსი - არგუმენტაციული წერის სტრატეგიები
ღირებულება: 170 ლარი
საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ მოსამზადებელ კურსს არგუმენტაციული წერის სტრატეგიები (სტუდენტური სამოტივაციო წერილი, კვლევითი გეგმა).

კურსის მიზანი:
გააცნოს სტუდენტებს ტექსტის სახეობებზე - სამოტივაციო წერილსა და კვლევით გეგმაზე (Exposé) მუშაობის სტრატეგიები (როგორ წარმოვაჩინო საკუთარი კომპეტენცია, როგორ დავასაბუთო სასურველი მიზნის აუცილებლობა ჩემი კარიერისთვის, როგორ ავაგო ტექსტი სწორად და რა სახით მივაქციო ყურადღება ფორმულირებას).

კურსის შედეგი:
სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად დაწეროს სტუდენტური სამოტივაციო წერილი და კვლევის გეგმა; ექნება უნარი განაცხადის მოთხოვნების გათვალისწინებით, არგუმენტირებულად, წერილობითი სახით ჩამოაყალიბოს საკუთარი მოტივაცია და მომზადებული შეხვდეს საგრანტო კონკურსს.

კურსის თემატიკა:
  • ტექსტი, როგორც კომუნიკაციის საშუალება;
  • ტექსტის სახეობის - სტუდენტური სამოტივაციო წერილი - სპეციფიკა;
  • სამოტივაციო წერილის სტრუქტურა;
  • არგუმენტაციის ტექნიკა - საკუთარი კომპეტენციების სწორად წარმოჩენა, სასურველი მიზნის აუცილებლობა კარიერისთვის;
  • ადრესატის ფაქტორი;
  • მაგალითები ყოველდღიურობიდან - ტექსტების განხილვა, შეფასება;
  • პრაქტიკული მეცადინეობა: სამოტივაციო წერილის წერა კონკრეტული მიზნისთვის (პრაქტიკული სამუშაო).
  • კვლევითი გეგმა - ტექსტის სტრუქტურა;
  • კვლევის მიზანი - არსებული, ახლანდელი და მომავალში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება;
  • ფორმულირების სტილი;
  • წყაროების მოშველიება;
  • გამოყენებული ლიტერატურა.
სწავლის მეთოდი: ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ონლაინ - ძიება, სიმულირებული კომუნიკაციური სიტუაციები.

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში 10 -15 სტუდენტი.
კურსის ხანგრძლივობა - 30 საათი (კვირაში ერთი დღე-შაბათი- 3 საათი)
კურსის ღირებულება -170 ლარი

გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
აპლიკაციების მიღების ვადა 25 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 1 მარტს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები