GE
ადამიანური რესურსების მართვის კურსი
ღირებულება: 420 ლარი
ვინ არის HR მენეჯერი და რა არის მისი ფუნქცია?

მსხვილ თუ პატარა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმატებულ მუშაობას მეტწილად განაპირობებს ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. გამოცდილი HR- მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს ეკონომიკური დანახარჯების ანალიზი, ხარჯების ოპტიმიზაცია, პერსონალის ფორმირებისა და მის შენახვის პროცესში.
 
ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან. კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.
 
რას ვისწავლით?
კურსის ფარგლებში, შესწავლა ხდება ყველა იმ სიახლეების და მსოფლიოში არსებული ტენდენციებს გათვალისწინებით, რაც არის პერსონალის მართვის მიმართულებით.
 
მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ინოვაციურ მოდელს და მეთოდიკას, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის პრაქტიკაში წარმატებით განსახორციელებლად. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის პერსონალი ეფექტურად.
 
კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები;
  • შინაგანაწესი და ადმინისტრირება; (ორგანიზაციული პროცესების მართვა)
  • ორგანიზაციული სტრუქტურა; (ტიპები და მათი ფორმირება)
  • შრომის კოდექსი;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები, პროცესი, მიზანი და აყვანა;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი; სტრესის გამომწვევი მიზეზები და მისი მართვა ან თავიდან აცილების გზები;
  • შრომის კომპენსაცია; (სისტემის მნიშვნელობა, ტიპები და მისი დანერგვა)
  • მოტივაციის სისტემა;
  • თანამშრომლების შეფასება, შეფასების მეთოდები;
  • ტრენინგი და განვითარება.
  • სოციალიზაცია და ორგანიზაციიდან გასვლა.
ტრენერი: ირმა მიქაძე
10-წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე საჯარო თუ კერძო სექტორში. ამჟამად არის საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 420 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 17 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 17 ივნისი (დღის 12 საათამდე)

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00-22:00
 
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის;
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის;
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები