GE
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი კურსი
ღირებულება: 1400 ლარი
ბრიტანეთის საბჭოს პროფესიონალური მხარდაჭერით 2011 წლის 7 მარტიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა კურსებმა. მის მიზანს წარმოადგენს პროფესიონალი (პრაქტიკოსი) მთარგმნელების და თარჯიმნების მომზადება.
 
უნივერსიტეტმა გამოყო სპეციალური აუდიტორია, რომელშიც დამონტაჟდა სინქრონული თარგმნისთვის აუცილებელი აპარატურა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი აღჭურვილობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ჩვენ უნივერსიტეტშია.
 
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ 2, 3 და 4 სემესტრიან მოდულებს. თქვენი მონდომება და გამორჩეული პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექციები წარმატებული შედეგის გარანტიაა.
 
2012 წლის იანვარში ორსემესტრიანი კურსი დაამთავრა და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ გერმანული ენის ჯგუფის სტუდენტებს (იხილეთ ლინკი:ქართული უნივერსიტეტის გამოცემა N9, ინტერვიუ – პირველი გამოშვება).
 
2012 წლის ივნისსა და 2013 წლის იანვარში სამსემესტრიანი კურსი დაამთავრა ორმა ინგლისურ ენოვანმა ჯგუფმა (იხილეთ ლინკი: ინტერვიუ – მეორე და მესამე გამოშვება).
 
2014 წლის იანვარში სამსემესტრიანი კურსი დაამთავრეს და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ მეოთხე გამოშვების მსმენელებს (იხილეთ ინტერვიუ).
ამჟამად, ერთი ინგლისურ ენოვანი ჯგუფი გადის მეორე სემესტრს.
 
მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით: წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში და ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში. საერთაშორისო სერტიფიკატის მქონენი (C-1 დონეზე) გათავისუფლდებიან ტესტისგან უცხო ენაში.
 
1 სემესტრის (16 კვირა, კვირაში 15 საათიანი დატვირთვა) გადასახადი შეადგენს 1400 ლ.
 
სიახლე! მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი კურსების კურსდამთავრებულებს და მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს ვთავაზობთ 1 სემესტრიან მოდულს არჩევითი ორი ან სამი საგნით!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები