GE
მომსახურების სტანდარტები - service +
VIP INTELLECT GROUP-ი გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას თქვენი კომპანიის კადრებისთვის!
 
ტრეინინგის დასახელება: ,,მომსახურების სტანდარტები - service +“
 
ტრეინინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში “casestudy” ფორმატით, აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ ბიზნეს სიმულაციებს და საქმიან თამაშებს.
 
ტრენინგის დროს გათვალისწინებული იქნება უშუალოდ დამკვეთი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მათი თემატიკის და ინტერესების განხილვა.
 
ტრენინგის მიზანი:
  • წარმატებული კომუნიკაციის წრმოებისათვის აუცილებელი უნარების განვითარება;
  • საუბრის მართვის ფსიქოლოგიური ტექნიკების შესწავლა;
  • შრომითი მოტივაციის მაქსიმალიზაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
თემები:
  • მომსახურების ტექნიკები;
  • კლიენტის ქცევის მართვა;
  • საუბრის სტიმულირების მეთოდები;
  • გუნდი და გუნდური მუშაობის უნარები;
  • მიზნის დასახვის და მიღწევის სტრატეგიები;
  • გავლენის ფსიქოლოგია კომუნიკაციებში.
შედეგები:
  • მომსახურების სტანდარტების ამაღლება;
  • წარმატებული კომუნიკაციისათვის სავალდებულო უნარ ჩვევების გამომუშავება.
კურსის ხანგრძლივობა: 12 ასტრონომიული საათი
 
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები