GE
გაყიდვების მენეჯმენტის მოკლე სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 300 ლარი
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას გაყიდვების მენეჯმენტის მოკლე სასერტიფიკატო კურსზე.
 
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიზანია გაყიდვების, მოლაპარაკების წარმართვისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებისა და ტექნიკების სწავლება. თეორიული ცოდნის გაღრმავების პარალელურად, მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარება და ქეისების განხილვა, რაც პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს დაეხმარებათ უკეთ წარმართონ გაყიდვების სფეროსთან  დაკავშირებული საქმიანობა.
 
მსმენელები:
ტრენინგი განკუთვნილია მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მომუშავე, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის.
 
ტრენინგის თემატიკა:
  1. გაყიდვების ზოგადი მიმოხილვა
  2. გაყიდველის ძლიერი მხარეები
  3. კლიენტის მოძიება
  4. კონტაქტის დამყარება
  5. მოთხოვნის დადგენა
  6. შეთავაზების გაკკეთება
  7. წინააღმდეგობები და მათთან ბრძოლის მეთოდები
  8. ყველაზე გავრცელებული შეცდომა გაყიდვებში
  9. გაყიდვების დასრულება
ტრენერი:
დავით ჭიაბერაშვილი, PhD
საცალო გაყიდვების  სფეროში 10 წლიანი გამოცდილებით, აქედან 7 წელი მმართველ პოზიციებზე (caucasus online, Intellect center). ამჟამად მუშაობს Geocell  საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსად. გააჩნია ტრენინგების ჩატარების 4 წლიანი გამოცდილება და ერისქსონის საერტაშორისო ქოუჩის სერტიფიკატი. გააჩნია მაგისტრის ხარისხი ტელეკომუნიკაციებში (University of Derby).
 
ტრენინგის ხანგრძლივობა:
18 საათი,  კვირაში 2 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00
რეგისტაციის ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2016
ტრენინგის დაწყების თარიღი: 25 ოქტომბერი 2016
ტრენინგის საფასური: 300 ლარი
  • სტუდენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • ერთი კომპანიიდან 2 და მეტი მსურველის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • მოქმედებს საბანკო განვადება.
კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები