მომსახურების სტანდარტები - service +
VIP INTELLECT GROUP-ი გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას თქვენი კომპანიის კადრებისთვის!
ტრეინინგის დასახელება: ,,მომსახურების სტანდარტები - service +“
ტრეინინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში “casestudy” ფორმატით, აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ ბიზნეს სიმულაციებს და საქმიან თამაშებს.
ტრენინგის დროს გათვალისწინებული იქნება უშუალოდ დამკვეთი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მათი თემატიკის და ინტერესების განხილვა.
ტრენინგის მიზანი:
- წარმატებული კომუნიკაციის წრმოებისათვის აუცილებელი უნარების განვითარება;
- საუბრის მართვის ფსიქოლოგიური ტექნიკების შესწავლა;
- შრომითი მოტივაციის მაქსიმალიზაცია;
- გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
თემები:
- მომსახურების ტექნიკები;
- კლიენტის ქცევის მართვა;
- საუბრის სტიმულირების მეთოდები;
- გუნდი და გუნდური მუშაობის უნარები;
- მიზნის დასახვის და მიღწევის სტრატეგიები;
- გავლენის ფსიქოლოგია კომუნიკაციებში.
შედეგები:
- მომსახურების სტანდარტების ამაღლება;
- წარმატებული კომუნიკაციისათვის სავალდებულო უნარ ჩვევების გამომუშავება.
კურსის ხანგრძლივობა: 12 ასტრონომიული საათი
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის