GE
სამედიცინო მასაჟის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე!
ღირებულება: 100 ლარი

მასაჟისტ-რეაბილიტოლოგთა დახელოვნების ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო მასაჟის შესწავლას პროფესიონალურ დონეზე თვეში 100 ლარად! 

პროგრამის პრეზენტაცია-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგება 23 სექტემბერს,დღის 11საათზე.

სწავლება გრძელდება 23 სექტემბრიდან 26 თებერვლის ჩათვლით.მიიღებიან ყველა ასაკის და სქესის, აგრეთვე რუსულენოვანი და 9-კლასდამთავრებული მსმენელები.

სწავლის სრული ღირებულება 600 ლარი. გადახდა მოხდება ეტაპობრივად-გადაიხდით თვეში 100 ლარს!

სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი 3-ენოვანი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის ღირებულება 30 ლარი! 

ამ სასწავლო პროგრამაში შეისწავლება მოზრდილთა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა-კინეზოთერაპია. სწავლება გათვლილია 6 მეცადინეობაზე. აქედან 11 არის თეორია, ხოლო 49 არის პრაქტიკული მეცადინეობა. კვირაში ჩატარდება 3-მეცადინეობა, ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა 2საათი. სწავლის დღეები იქნება როგორც ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, აგრეთვე სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი. საათები იქნება არჩევითი. 

კერძოდ: 10, 12, 14, 16 და 18-საათიანი ჯგუფები. თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის მისაღები დღეების და საათების გრაფიკი.ამასთანავე თუ ვერ შეძლებთ იმ ჯგუფში დასწრებას, სადაც თქვენ ირიცხებით, გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ სხვა საათობრივ ან მომდევნო დღის მეცადინეობას.

საბუთების მიღება იწარმოებს 16 სექტემბრიდან.

მიიღებიან ყველა ასაკის და სქესის მსმენელები.

23 სექტემბერს, დილის 11საათზე, გაიმართება ღია კარის დღე (დასწრება თავისუფალია)

25 სექტემბერს ჩატარდება პირველი თეორიული მეცადინეობა.

სწავლება დასრულდება 26/II/2019-წელს.

იხილეთ სწავლების დეტალური გეგმა-გრაფიკი:

1) 25/09 თეორია. მასაჟის განმარტება. კანონმდებლობა. მასაჟის ნომერ პირველი წესი.მასაჟის კაბინეტის მოწყობილობა. მასაჟის ზეგავლენა ორგანიზმზე. ნომერ პირველი კანონი. უკუჩვენებები. პაციენტის გასინჯვის ზოგადი მეთოდიკა.

2) 27/09 თეორია-პრაქტიკა. კლასიფიკატორები, კრიტერიუმები. 

ხელსმის ილეთების ახსნა:
ა. სწორხაზოვანი.
ბ. შემოხვევითი.
გ. ხელსმა ხელის გულებით სპირალურად. 

3) 30/09 პრაქტიკა
ა. უთოობა (კლასიკურად ზურგზე, ქვემოდან ზემოთ კიდურებზე, შემხვედრი უთოობა)
ბ. ნალისებური ზურგზე კლასიკურად,მონაცვლეობით. ნალისებური ქვედა კიდურებზე.
გ. შენაცვლებითი ხელსმა.

4) 2/10 პრაქტიკა
ა. შემხვედრი ხელსმა კლასიკურად და წინამხრების დახმარებით.
ბ. ურთიერთსაპირისპირო ხელსმა.
გ. ხელსმა მთლიანი მტევნით სპირალურად ქვედა კიდურებზე.
დ. ფოცხისებური ხელსმა. 

5) 4/10 პრაქტიკა
ა. სრესა პირველი თითის ბალიშებით და სიბრტყეებით სპირალურად.
ბ. სრესა ოთხი თითით ცერის გარდა სპირალურად მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ.
გ. სწორხაზოვანი სრესა თითებით. 

6) 7/10 პრაქტიკა
ა. სრესა მუშტებით სპირალურად კიდურებზე პარალელურად და მონაცვლეობით.
ბ. ხერხვა, გადაკვეთები.
გ. სავარცხლისებური სრესა პარალელურად, მონაცვლეობით და შტრიხისებურად. 

7) 9/10 პრაქტიკა
ა. სრესა წინამხრებით სპირალურად.
ბ. სრესა წინამხრის მედიალური-პროქსიმალური ზედაპირით.
გ. რანდვა კლასიკური და უცნაური.
დ. გამოწურვები ნების ფუძით, ნების კიდით, საფრჩხილე ფალანგების გამოდრეკილი ნაწილებით.

8) 11/10 თეორია-პრაქტიკა. ხელმის და სრესის პრაქტიკული ჩაბარება. ტესტირებული გამოცდა.

14 ოქტომბერი. თორმეტი მოციქულის ხსენების დღე. დასვენება!

9) 16/10 პრაქტიკა
ა. ორდინალური თელვა.
ბ. კლასიკური ორმაგი წრიული. გ.კლასიკური ორმაგი გრიფი. 

10) 18/10 პრაქტიკა
ა. გასწვრივი თელვა. 
ბ. შემხვედრი თელვა კლასიკურად, შემოხვევითად და ურთიერთსაპირისპიროდ.
გ. გორება-ტალღისებური ილეთი. 

11) 21/10 პრაქტიკა
ა. შეკუმშვა ზურგზე კლასიკურად. გრძელი შეკუმშვა წვივებზე. ბარძაყზე შეკუმშვა ნების ფუძით და მტევნით.
ბ. გაჭიმვა კლასიკურად,ჯვარედინად და გაჭიმვა ურთიერთსაპირისპიროდ.
გ. ზეწოლა ზურგზე,მხრის და მენჯის სარტყლებზე. წვივზე.

12) 23/10 პრაქტიკა- ვიბრაცია მთლიანად უწყვეტიც და წყვეტილიც. 

13) 25/10 დამაგვირგვინებელი ილეთები. 

14) 28/10 თეორია-პრაქტიკა. თელვის და ვიბრაციის პრაქტიკული შემაჯამებელი და ზეპირი თეორიული ჩათვლა. 

15) 30/10 თეორია - ყველა განვლილი მასალის შუალედური ტესტირებული გამოცდა.

16) 1/11 თეორია - ართროლოგია, მიოლოგია, ოსტეოლოგია, მოძრაობის ფიზიოლოგია, ხერხემლის ძვლოვანი ანატომია.

17) 4/11 პრაქტიკა - ილეთების ჩვენება თითების სიგრძის მაქსიმალური გამოყენებით. ხერხემლის მასაჟის ახსნა. 

18) 6/11 პრაქტიკა - ზურგის მასაჟის თანმიმდევრობის სრულად ახსნა.

19) 8/11 პრაქტიკა - სრულად კარნახი 

20) 11/11 პრაქტიკა - ნაწილობრივი ჩაბარება

21) 13/11 პრაქტიკა - სრული ჩაბარება 

22) 15/11 თეორია - ზურგის კუნთოვანი ანატომია, ტანდეგობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა: სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი. 

23) 18/11 ვარჯიშების ახსნა 

24) 20/11 ვარჯიშები. 

25) 22/11 ვარჯიშების ჩაბარება და ტესტირებული გამოცდა. 

23 ნოემბერი. გიორგობა. დასვენება!

26) 25 /11 თეორია - ანატომია-ხერხემლის შეერთებანი.დისკოპათიები,ოსტეოხონდროზი-კისრის, გულ-მკერდის და წელის მალების.რადიკულიტი.მაანკილოზებელი სპონდილოართროზი-ბეხტერევის  დაავადება. სპონდილოზი. 

27) 27/11 მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 

28) 29/11 მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 

29) 2/12 მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 

30) 4/12 მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 

31) 6/12 მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 

32) 9/12 მასაჟის პრაქტიკული ჩაბარება 

33) 11/12 ვარჯიშები პასიური მოძრაობებით 

34) 13/12 ვარჯიშები. 

35) 16/12 ვარჯიშები. 

36) 18/12 ვარჯიშები. 

37) 20/12 ვარჯიშების ჩაბარება და ტესტირებული გამოცდა 

38) 23/12 თეორია - კისრის ანატომია და მასაჟი.

39) 25/12 პრაქტიკა

40) 27/12 პრაქტიკა

29 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით საშობაო არდადეგები.

41) 13/01 პრაქტიკა. 

42) 15/01 პრაქტიკული ჩაბარება და ვარჯიშების ახსნა.

43) 17/01 პრაქტიკა ვარჯიშები

44) 20/01 პრაქტიკა ვარჯიშების ჩაბარება.

45) 22/01 თეორია ტრავმული დაზიანების სახეები. ქირურგიული ოპერაციების ზოგადი მიმოხილვა. ინსულტი. სტაციონარული სინდრომი.

46) 24/01 თეორია - სპორტული მასაჟის სახეობების მიმოხილვა. ზედა კიდურების ანატომია და პათოლოგიები.

47) 27/01 პრაქტიკა მჯდომიარე მდგომარეობაში

48) 29/01 პრაქტიკა მწოლიარე მდგომარეობაში

49) 31/01 პრაქტიკა პასიური მოძრაობების გამოყენებით

50) 3/02 პრაქტიკა წინააღმდეგობრივი მოძრაობების გამოყენებით

51) 5/02 პრაქტიკული ჩაბარება

52) 7/02 თეორია ქვედა კიდურების ანატომია. ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანების სახეები. ანგიოლოგიური პათოლოგიები.

53) 10/02 პრაქტიკა ქვედა კიდურების კლასიკური მასაჟის ახსნა.

54) 12/02 პრაქტიკა

55) 14/02 პრაქტიკა

56) 17/02 პრაქტიკა

57) 19/02 პრაქტიკა

58) 21/02 პრაქტიკა 

59) 24/02 სასერტიფიკატო გამოცდა

60) 26/02 სერტიფიკატების გადაცემა.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები