GE
საბანკო საქმისა და საბანკო სამართლის ტრეინინგი სტაჟირებით
„ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO“ გთავაზობთ „საბანკო საქმისა და სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს“ 50% ფასდაკლებით, 150 ლარად, 300 ლარის ნაცვლად.

აიმაღლე კვალიფიკაცია, გახდი კონკურენტუნარიანი და დასაქმდი!
 
ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერ პირთათვის, რომელთაც სურთ მიიღონ საბანკო საქმის და სამართლის სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და  მუშაობა დაიწყონ საბანკო სფეროში.
 
აღნიშნული ტრეინინგის კურსდამთავრებულთა 85% უკვე დასაქმებულია სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.  

ტრეინინგის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ერთი ტრეინინგის ფარგლებში შეისწავლით როგორც საბანკო საქმეს, ასევე საბანკო სამართალს. პროგრამა მოიცავს ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად. მათ განეკუთვნება:
  • საბნკო საქმე;
  • საბანკო სამართალი;
  • სტაჟირება.
ლექცია მოიცავს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ ამოცანებს, კაზუსების ამოხსნას, ტესტებზე მუშაობას, დისკუსიას, სიტუაციურ ანალიზს, ქეისებზე მუშაობას.
 
სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
 
სტაჟირებას გაივლით ჩვენს პარტნიორ კომპანიაში “კრედიტ ინფო თბილისში“. წარმატებულ კურსდამთავრებულები დასაქმდებიან.
 
ასევე, ტრეინინგის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ დაიწყოთ ბანკში მუშაობა შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე ოპერატორი;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების ოპერატორი;
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი;
  • კრედიტ ოფიცერი;
  • საკრედიტო ექსპერტი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი;
  • განვადების მენეჯერი;
  • იურისტი;
  • მოლარე.
ერთ თვიანი ტრეინინგის ხანგრძლოვობა: 4 კვირა, კვირაში ორჯერ, სულ 16 ლექცია.
 
ტრეინინგის ღირებულება ფასდაკლებით - 150 ლარი, 300 ლარის ნაცვლად.

ორ თვიანი ტრეინინგის ხანგრძლივობა: 7 კვირა, კვირაში ორჯერ, სულ 28 ლექცია.
ტრეინინგის ღირებულება  ფასდაკლებით - 225 ლარი, 450 ლარის ნაცვლად. 
 
ლექციის დროები თანხმდება პირველ ლექციაზე ლექტორსა და სტუდენტებს შორის.
სწავლება მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში (3-6 მსმენელი).
 
ტრეინინგის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე). სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ საბანკო საქმისა და სამართლის ტრეინინგ-კურსი. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარსადგენად.
 
ყველა კურსდამთავრებულის CV დამუშვდება და გადაიგზავნება საბანკო ვაკანსიებზე რეზიუმესათან ერთად. წარამტებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.
 
კურსს  უძღვება:  თამარ ვეფხვაძე - პროფესორი, სამართლის დოქტორი.

სასწავლო პროგრამა
  • ეროვნული ბანკი.
  • კომერციული ბანკები.
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები - საკრედიტო კავშირები.
  • საბანკო კრედიტების ანალიზი (სამომხმარებლო, საავტომობილო, ბიზნეს, სტუდენტური კრედიტები, ოვერდრაფტი).
  • იპოთეკური კრედიტები.
  • საკრედიტო ბარათები.
  • განვადება.
  • ანგარიშების გახსნა და ანგარიშსწორება.
  • ანაბარი (ვადიანი, მოთხოვნამდე, ზრდადი, საბავშვო, შეგროვებადი ანაბრები, ჩემი სეიფი).
  • უნაღდო ანგარიშსწორება.
  • ინტერნეტ ბანკინგი.
  • „ბლუმბერგის“ ელექრტრონული სავაჭრო სისტემა.
  • საბანკო გარანტია.
  • თავდებობა.
  • პრობლემური კლიენტურა და მათთან მუშაობის წესი.
  • იძულებით აღსრულება და ბანკის მიერ დავალიანებების ამოღება.
  • CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა. ბანკში გასაუბრებისათვის მომზადება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები