GE
კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი + სტაჟირება
ღირებულება: 400 ლარი
Next IT Academy გთავაზობთ კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებს სტაჟირებით.

სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები. გაეცნოს წვდომის კონტროლის მექანიზმებს და Firewall-ის ტიპებს, კონფიგურაციასა და მართვას, VPN ტექნოლოგიის საფუძვლებს; IPS/IDS, DLP და SIEM სისტემებს, შიფრაციის მექანიზმებს, სარეზერვო ასლების შექმნისა და აღდგენის მეთოდებს, ბაზისური უსაფრთხოების პოლიტიკების შექმნასა და ინციდენტებზე რეაგირებას.
  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • პრაქტიკული დავალებები დაფუძნებულია Windows და Linux სისტემებზე;
  • კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას ვითიბი ბანკში, სადაც პრაქტიკულად იმუშავებენ DLP, Web Application Firewall, IPS, Nesus და სხვა პროგრამებთან;
  • სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დასაქმება ადგილობრივად;
  • კურსის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთებული იქნება ინციდენტებზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების პროგრამების მიერ წარმოებულ ლოგების გარჩევაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციებში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ „Gold“ სერტიფიკატები თავისი დანართებით და მიეცემათ რეკომენდაცია შემდგომ დასაქმებაზე;
სასწავლო კურსის პროგრამა:
  1. უსაფრთხოება - უსაფრთხოების მნიშვნელობა, ძირითადი საფრთხეების აღწერა; იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ანგარიში (AAA); უსაფრთხოების სტანდარტები და სპეციფიკაციები, კანონმდებლობები;
  2. მომხმარებლებთან და ჯგუფებთან (Users & Groups) მუშაობა, მომხმარებლის სახელები და პაროლები; ლოკალური უსაფრთხოების პოლიტიკები, პაროლის პოლიტიკები, ლოკალური კომპიუტერის პოლიტიკები;
  3. ფაილებზე, საქაღალდეებზე და დისკებზე წვდომის ნებართვების განსაზღვრა;
  4. შიფრაცია/დეშიფრაცია, სიმესტრიული და ასიმეტრიული შიფრაციის ალგორითმების განხილვა; ჰეშირების ალგორითმების განხილვა; მთლიანობა და ნამდვილობა;
  5. სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა; ფაილებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება;
  6. ელექტრონული ფოსტების უსაფრთხოება (Gmail, Hotmail), დაშიფრული ელექტრონული წერილების გაგზავნა;
  7. უსაფრთხოება ბრაუზერებში (InPrivate Browing, ActiveX Filtering, SmartScreen Filter, Pop-up Blocker); უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო შოპინგი;
  8. უსაფრთხოება მობილურ ოპერაციულ სისტემებში (Android, iOS);
  9. MS Office დოკუმენტების უსაფრთხოება;
  10. გავრცელებული საზიანო პროგრამების (Malware – Trojan, Worm, Virus, Adware), ჯაშუშური პროგრამების (Spyware, Keylogger) განხილვა და მათგან თავდაცვის გზების განხილვა;
  11. ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია/კონფიგურაცია; სხვა დამაზიანებელ პროგრამებთან საბრძოლველად სხვადასხვა უტილიტების გამოყენება; უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები;
  12. ქსელის უსაფრთხოების დაცვა (ქსელური საფრთხეების კატეგორიები, უსაფრთხოების სისუსტეები), ქსელური შეტევების სახეები (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, SynFlood, Fishing, Injection, Spam, სოციალური ინჟინერია, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
  13. უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა, უსაფრთხოების ხერხები; ფაიერვოლები, პერსონალური ფაიერვოლის კონფიგურაცია; Web Application Firewall; VPN; IPS: IPS ტექნოლოგია; IPS ხელწერები (Signatures).
  14. მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა; მყარი დისკის კლონირება. Cloud Backup Tools; მონაცემთა გაწმენდა/განადგურება
  15. უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik – Wireless უსაფრთხოების რეჟიმები (WEP, WPA2), ფაიერვოლი, MAC ფილტრაცია, DMZ, UPnP, Port Forwarding, Port Triggering, Backup & Restore);
  16. უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი, ოპერაციული სისტემის მონიტორინგი (Task Manager, Services, Processes, Logs), მონიტორინგის პროგრამები (SIEM), მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
  17. უსაფრთხოების პროგრამების ლოგების (log) ანალიზი და ანგარიშის მომზადება (Report);
  18. ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები: უსაფრთხოების პოლიტიკების მიმოხილვა; უსაფრთხოების პოლიტიკის სტრუქტურა; სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები;
  19. როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება; უსაფრთხოების გაცნობიერება და ტრეინინგები;
  20. რეაგირება უსაფრთხოების დარღვევაზე;
  21. კიბერდამნაშავეები (ჰაკერები); კიბერდანაშაული; კიბერდანაშაულის რეგულირება შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით;
  22. გავრცელებული კიბერდანაშაულების განხილვა, გამოყენებული მეთოდების ანალიზი;
  23. უსაფრთხოების პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების განხილვა.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, საღამოს საათებში (19:30-დან 21:30-მდე);
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია - 10-წუთიანი შესვენებით
მთლიანი კურსის ღირებულება: 400 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც)

გაიცემა სამი სერტიფიკატი:
  • Cisco - Introduction to Cybersecurity
  • Cisco - Cybersecurity Essentials
  • Next-ITsecurity
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:
სასწავლო კურსში გამოყენებულია:
  • Cisco-ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად;
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად;
აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:
  • თეორიული და პრაქტიკული მასალები
  • პრაქტიკული დავალებები
  • ვიდეო მასალები
  • პრეზენტაციები
  • თვითკონტროლის ტესტები
  • ყოველკვირეული ქვიზები
  • ფინალური გამოცდები
სწავლა დაიწყება 30 ოქტომბერს (19:30სთ-ზე)
ბოლო ვადა: 6 ნოემბერი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები