GE
გაცვლითი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
 
პროგრამა ხორციელდება გაეროს მხარდაჭერით ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტში!
 
პერიოდი: 20-30 იანვარი, 2018წ.   
 
ტრეინინგი შემუშავებულია გაეროს და ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გაეროს ფუნქციონირებას,მიმდინარე გამოწვევებს, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
  • გაერთიანებული ერების მიღწევები და ახლანდელი გამოწვევები
  • გაერთიანებული ერების პროგრამა,სააგენტოები და არასამთავრობოები
  • გაერთიანებული ერების პოლიტიკა,ფონდები და სამომოავლო გეგმები
  • ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური ზრდა-განვითარება
  • დიპლომატია და საჯარო გამოსვლების ხელოვნება
  • ახალი შესაძლებლობები,მენტორები და ასოციაციები
  • პროექტები და მისი განხორციელების გზები
  • ახალგაზრდების დიპლომატიური ძალისხმევა განვითარებისა და ადამიანური ინიციატივებისათვის
  • ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება
  • კომიტეტებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობის გზები
  • ინტერკულტურული ინტეგრაცია
პროგრამის ღირებულება შეადგენს 3700$, ღირებულება მოიცავს:
  • წინა მოსამზადებaელ პროგრამას  
  • სავიზო პროცედურებს    
  •  ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება ოფიციალურ ვიზიტებზე 
  •  ვიზიტებს უმაღლეს ორგანოებში (გაეროს შტაბ-ბინა, საელჩოები, მილენიუმის, UNICEF, UNESCO-ს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან)
  • საცხოვრებლის ხარჯებს   
  • სამჯერად კვებას
  • საჭირო მასალებს პროგრამის ფარგლებში
  • ექსკურსია (ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათალიერება)
  • სადაზღვევო პაკეტი
  • პროგრამის ფარგლებში საჭირო მასალებს
  • პროგრამაში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას საერთაშორისო სერტიფიკატს
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს, 14-35 წლამდე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 ნოემბერი, 2017წ.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები