GE
ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში - მოგების გადასახადის ესტონური მოდელი
ღირებულება: 30 ლარი
იურიდიული კომპანია Win & Win გთავაზობთ ტრენინგს ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში - მოგების გადასახადის ესტონური მოდელი.

ტრენინგი განკუთვნილია:
  • საგადასახადო კანონმდებლობით დაინტერესებული პირებისათვის;
  • დამწყები და კვალიფიციური ბუღალტრებისთვის;
  • საგადასახადო კონსულტანტებისთვის;
  • ფინანსისტებისა და ანალიტიკოსებისთვის.
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
  • დაბეგვრის სტრუქტურა;
  • მოგების გადასახადის გადამხდელები;
  • პირები, რომლებსაც ეხება მოგების გადასახადის ახალი მოდელი;
  • მოგების გადასახადის ჩათვლა;
  • დისკუსია პრობლემური საკითხების გარშემო.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება მოგების გადასახადის ახალი მოდელის ფუნდამენტური პრინციპები. გაეცნობით საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს მოგების გადასახადის ესტონურ მოდელთან დაკავშირებით, მიღებული ცვლილებების ანალიზის შედეგად შეძლებთ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრას და გაეცნობით დეკლარირების და აღრიცხვა/ანგარიშგების წესს.

ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები.

ტრენერები:
 
ნანა მიქაია - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი;

მარიამ მგელაძე - სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
თარიღი, დაწყების დრო: ხუთშაბათი, 30.11.2017, 19:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
 
მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი 09.11.2017 (მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი)
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები