GE
საგადასახადო კანონმდებლობაში თეორიული და პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 400 ლარი
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "VIP Intellect Group" გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ ტრეინინგ-კურსს ,,საგადასახადო კანონმდებლობაში“.
 
კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას საგადასახადო კანონმდებლობაში და შესძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
 
სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მოქმები ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, საგადასახადო სპეციალისტებისათვის, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.
 
კურსის თემატიკა:
  • საქართველოს საგადასახადო სისტემა, ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
  • საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება;
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
  • მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
  • მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი;
  • აქციზი;
  • იმპორტის გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი;
  • საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო დავა;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები;
  • პრაქტიკული ქეისების ანალიზი.
კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:
ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ :
  • სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
  • ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
  • ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
  • პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;
კურსი მოიცავს 12 ლექციას;
ლექციები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ 2 სთ-ით
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 მსმენელი
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 400 ლარს
 
კურსს უძღვება ტრენერი: დავით მამრიკიშვილი

სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები